პარატაეკვონდო | საქართველოს ნაკრებმა ნიურნბერგში გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT
პარატაეკვონდო | საქართველოს ნაკრებმა ნიურნბერგში გამოსვლა ხუთი მედლით დაასრულა #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში დასრულდა პრეზიდენტის თასის გათამაშება, სადაც ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა, ანა ჯაფარიძემ (52 კგ) და ლიკუნა ჩაჩიბაიამ (47 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს. ჯაფარიძემ ფინალში პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, თურქი მერიუმ ბეთიულ ჩავდარი დაამარცხა, ჩაჩიბაიამ კი ფინალურ შეხვედრაში რუს კარა შობანას ანგარიშით 24:6 სძლია.

ნატა ოჩიგავა (57) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი ნიკოლაძემ (70 კგ) და სანდრო მეგრელიშვილმა (63 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ხუთი მედლით დაასრულა.