ფორმულა 1 | იაპონიის გრანპრი კიმი ანტონელიმ მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა #1TVSPORT
ფორმულა 1 | იაპონიის გრანპრი კიმი ანტონელიმ მოიგო და ჩემპიონატის ლიდერი გახდა #1TVSPORT

ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მესამე ეტაპი იაპონიაში, სუზუკის ავტოდრომზე გაიმართა და „მერსედესის“ 19 წლის იტალიელი პილოტის, კიმი ანტონელის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ოსკარ პიასტრი გავიდა („მაკლარენი“), მესამეზე – შარლ ლეკლერი („ფერარი“).

კვალიფიკაციაში უპირატესობა „მერსედესის“ პილოტებს ჰქონდათ, თუმცა რბოლის დასაწყისში უკეთესად „ფერარისა“ და „მაკლარენის“ წარმომადგენლები გამოიყურებოდნენ.

ანტონელიმ, რომელიც პირველი პოზიციიდან იწყებდა გრანპრის, სტარტი ჩააგდო და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. რბოლის შუაში უსაფრთხოების მანქანის გამოჩენა მას დაეხმარა, კვლავ სათავეში აღმოჩენილიყო და პირველობა აღარ დაუთმია.

19 წლის იტალიელმა პილოტმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და 2026 წლის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, რითიც ფორმულა 1-ის ისტორიაში სეზონის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.

იაპონიის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:

კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 25 ქულა

ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 18 ქულა

შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 15 ქულა

ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 12 ქულა

ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 10 ქულა

ლუის ჰამილტონი („ფერარი“) – 8 ქულა

პიერ გასლი („ალპინი“) – 6 ქულა

მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 4 ქულა

ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) – 2 ქულა

ესტებან ოკონი („ჰაასი“) – 1 ქულა

ფორმულა 1 | 2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული:

  1. კიმი ანტონელი („მერსედესი“) – 72 ქულა
  2. ჯორჯ რასელი („მარსედესი“) – 63 ქულა
  3. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 49 ქულა

ფორმულა 1-ის სეზონის მეოთხე ეტაპი ბაჰრეინში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო აღნიშნული და საუდის არაბეთის გრანპრი გაუქმებულია. მომდევნო რბოლა 4 მაისს მაიამიში შედგება.