ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენი 2026 წელს „რედ ბულს“ არ დატოვებს #1TVSPORT
ფორმულა 1 | მაქს ფერსტაპენი 2026 წელს „რედ ბულს“ არ დატოვებს #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი, ნიდერლანდელი პილოტი მაქს ფერსტაპენი ამ მომენტისთვის არ გეგმავს მიმდინარე სეზონის ბოლომდე „რედ ბულის“ დატოვებას. ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ ის მომდევნო სეზონშიც ვიხილოთ ფორმულა 1-ში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

„ცნობილი გახდა, რომ ამ მომენტისთვის ფერსტაპენი, რომელიც ბუნებით ერთგული ადამიანია, არ განიხილავს გუნდიდან წასვლას და რჩება „რედ ბულში“ ამ წლის ბოლომდე, და, შესაძლოა, უფრო დიდი ხნითაც. ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, მაქსს სურს, ბოლომდე ერთგული დარჩეს ორგანიზაციის, რომელშიც მთელი კარიერა აქვს გატარებული და უდიდეს წარმატებასაც მიაღწია“, – წერია გაზეთში.