კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,83 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,32 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,5 პროცენტი.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.