Halloween  in СССР  -1961

                  (ანტი)აბსურდირამდენიმე სცენად

 

 

,,Вынося Сталина, мы выносили что-то из сердца’’

Николай Егорьев

,,ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა’’

                                                       სოსო ეგაძის პარტიის სლოგანი

 

პერსონაჟები:

ვასილ მჟავანაძე

  ვიქტორია ტერეშკევიჩი, ვასილ მჟავანაძის ცოლი

ნიკიტა ხრუშჩოვი

ლენინის მუმია

სტალინის მუმია

პოლკოვნიკი მოშკოვი, მავზოლეუმის კომენდანტი

დორა ლაზურკინა, ძველიკომუნისტი

ექიმი

 ლოლა ყარანგოზაშვილი, მომვლელი

სამხედროები

 

 

1 სცენა.

 1961 წლის 18 ოქტომბერი.

კრემლი. ხრუშჩოვის კაბინეტი.

დრო: 19:45

 

ხრუშჩოვი:

( ხვიხვინებს)

გენიალური გამოსვლა, გქონდათ, ამხანაგო ლაზურკინა!  ლამის, ცრემლებად დავიღვარე…   სამსახიობოზე ხომ არ ჩაგებარებინათ?

პაუზა.

 

დორა ლაზურკინა:

(მორცხვად)

 ბავშვობიდან მქონდა გარდასახვის ნიჭი, თუმცა  მერე, როგორც კი ამის საშუალება მომეცა, პარტიაში გავწევრიანდი და სადღა მეცალა თეატრისთვის, ამხანაგო, ხრუშჩოვ!

 

ხრუშჩოვი

როდის იყო ეგ?

 

დორა ლაზურკინა

1902 ში.

 

ხრუშჩოვი

ოხ, შე ბებერო ვირთხა

 

დორა  ლაზურკინა

( ,,ვირთხას’’ არ იმჩნევს, საუბარი სხვა თემაზე გადააქვს)

მიხვდებოთ, ალბათ,  გამოსვლამდე  ტექსტში  ცვლილებები შევიტანე. ასე ვთქვათ,  გაცილებით გულისამაჩუყებელი გახდა, უფრო ადამიანური.

 

ხრუშჩოვი

( ჩაის ხმაურით მოსვამს)

ხახაახახახახა, ეგ ხო.  როგორ იყო ის?  ლენინზე?

 

დორა ლაზურკინა

რომელი?

 

ხრუშჩოვი

ხილვა რომ გქონდა.   მანქანაში  მიყვებოდი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16