მეოთხე  სცენა

1961 წლის  31 ოქტომბერი.  ლენინის და სტალინის მავზოლეუმი.  23:41

შენობასთამ სამხედროები დგანან: 5-6 კაცი.

მავზოლეუმში  კომენდანტი მოშკოვი შედის.

 

მოშკოვი

სად ხართ, ვასილ პავლოვიჩ?

სამხედროებს გახედავს

აორთქლდა?

სამხედროები მხრებს იჩეჩავენ

 

შემოდის მჟავანაძე.

 

მჟავანაძე:

მოსაფსმელად ვიყავი.

 

მოშკოვი

ნერვიულობთ?

 

მჟავანაძე

ცხადია.

 

მოშკოვი

დამშვიდდით.

 

მჟავანაძე:

ვცდილობ.

 

მოშკოვი:

იცნობდით?

მჟავანაძე

რომელს?

 

მოშკოვი

ბელადს.

 

მჟავანაძე

მანდ ორი წევს, რომელზე მეკითხები.

მოშკოვი

სტალინზე.

 

მჟავანაძე

ჰო, კი. შორიდან.

( პალტოს ჯიბიდან პორტსიგარას ამოიღებს.  გახსნის, მოუკიდებს)

 

მოშკოვი:

(პაუზა) დაბნეული მეჩვენებით. ფერი არ გადევთ.

პაუზა.

ხომ არ გადავდოთ?

 

მჟავანაძე

( აწრიალდება)

არა. კრემლი გაფრთხილებულია.

პაუზა.

მზად იყავით. ჩემს ნიშანზე ვიწყებთ.

ისმის კრემლის საათის ხმა.

 

 

 

 

მეხუთე სცენა.

მავზოლეუმი. ლენინის და სტალინის მუმიები ერთმანეთის გვერდით ასვენია. ორივე კუბო ყვავილებშია ჩაფლული.

მჟავანაძე  სტალინის კუბოსთან მიდის. დახედავს. მერე გასასვლელისკენ ბრუნდება.

 

 უეცრად, კუბოდან სტალინი წამოიმართება

სტალინი:

( იცინის)

რა განერვიულებს,  ვასო! კი არ გიკბენ!

 

მჟავანაძე

( შოკშია. ენას ძლივს აბრუნებს)

ცოცხალი ხართ, ამხანაგო სტალინ?

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16