სტალინი

ცოცხალი არა ხვიშტი. ბოდავ, ვასო? ექიმს გაესინჯე.

 

მჟავანაძე

მე… მე არ მესმის. ვერაფერი გავიგე.

 

სტალინი

რა ვერ გაიგე, შე ვირიშვილო!   ხომ მელაპარაკები. რა მნიშვნელობა აქვს, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი.

 

მჟავანაძე

თქვენ ხომ… ( უჭირს აზრის ჩამოყალიბება, კვლავ შოკშია) თქვენ ხომ… ინსულტის შედეგად გარდაიცვალეთ.  ბერიამ  მითხრა ასე.  სხვებმაც.  რამდენიმე დღეში მალენკოვმაც დამირეკა, კანკალებდა.

 

ტალინი

  დებილი ხარ?  მომწამლეს, ,,ბორჯომში’’ ვირთხის წამალი გამირიეს, იმ ჩათლახებმა. მომიშორეს. ვიცოდი, მალენკოვი რომ არ ივარგებდა…

 

მჟავანაძე

მალევე დადგა დღის წესრიგში პოლიტბიუროზე თქვენი შემცვლელის საკითხი.

 

სტალინი

ვიცი.  იმ ნეხვმა გთხოვა ხომ ჩემი გამოსვენება?

 

მჟავანაძე

კი, თუმცა კატეგორიულ უარზე ვიყავი.

პაუზა.

ბოდიში, აზრს ვერ ვაყალიბებ. არ მჯერა რომ გელაპარაკებით.

 

სტალინი

( ჩიბუხს  მოქაჩავს)

მოგიწევს.

 

მჟავანაძე

როგორ მოვიქცეთ?

 

სტალინი

უნდა გადამმალო

 

მჟავანაძე

სად?

 

სტალინი

მთაწმინდაზე,  დედაჩემთან.

პაუზა.

ინერვიულონ. ფეხებსაც ვერ მომჭამენ.

 

მჟავანაძე

( შეშფოთდება)

დამიჭერენ, ამხანაგო სტალინ!  ვრისკავთ!

 

სტალინი

დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?

 

მჟავანაძე

არა, რასაკვირველია.

 

სტალინი

ოღონდ ფრთხილად გამიტანეთ. არ მანჯღრიოთ . წნევები მაქვს.

 

მჟავანაძე

იმათ რა ვუთხრა? კომენდანტია გარეთ.

 

სტალინი

უთხარი, დაისვენოს.  (პაუზა) ღონიერი ბიჭები გყავს?

 

მჟავანაძე

კი, რა ვიცი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16