სტალინი

(  ჩიბუხს მოქაჩავს)

ცივა აქ.  ბარძაყები გამეყინა.

 

ლენინი:

შენ მე   მემკვიდრე   მომიკალი.  ან რა სიველურეა, თავში  წერაქვის ჩარტყმა.   თან მე ჰიგიენური მკვლელობები მიყვარს.

 

სტალინი:

მეთოდიც შენთან შემეთანხმებინა?  ბოდავ.

 

ლენინი:

 ტროცკი დედას გიტირებდა.

 

სტალინი:

ჰო,  გაქცევის მერეც ჩემზე წერდა  თავისი დამტვრეული ინგლისურით ეგ თხაწვერა  ებრაელი.

 

ლენინი:

შენზე ჭკვიანი იყო.

 

სტალინი:

შეიძლება, მაგრამ  ჩემგან განსხვავებით ერთი რაღაც  აკლდა სრულყოფილებამდე.

 

ლენინი:

რა?

 

სტალინი:

ალღო.

 

ლენინი კუბოში ახვანცალდება

 

სტალინი:

არ გადმოვარდე. მერე რა აგაწყობს.

 

ლენინი:

შენი ცინიზმი აქ ნამდვილად უადგილოა. ზურგი მეფხანება. მომფხან?

 

სტალინი:

არა.

 

ლენინი:

გველო! მხეცო!  ორი გვამია შენზე.

 

სტალინი:

 რა ორი გვამი. რას ბოდავ.

 

ლენინი:

მე და ტროცკი.

 

სტალინი:

გგონია, მე მოგკალი? ხა-ხა-ხა.

 

ლენინი:

 გავიგონე, ნადეჟდას  როგორც აძალებდი ჩემთვის საწამლავი შეეშხაპუნებინა.  აბსოლუტური სმენა მაქვს.

 

სტალინი:

სიფილისის ამპულა იყო ეგ.  ნუ  იდებილებ, ვოვა, თავს.

 

ლენინი:

მატყუებ.

(ყვირის.  ჯაჯგურობს. სადაცაა გადმოყირავდება მაგრამ თავს იკავებს)

 

სტალინი:

 მოისვენე, რა. ჩაი მინდა. სადაა მოშკოვი?

ჩიბუხს  დაფერთხავს და შეინახავს.

კუბოდან ხელს გადაჰყოფს და ერთ-ერთი ბუკეტის უკან გადამალულ  საბჭოურ  ტელეფონს  ამოდგამს, ყურმილს იღებს.

 

სტალინი:

მე ვარ!  ჩაი მომიტანე. ჰო,  ერთი კოვზი.  დაიცა. (ლენინს) გინდა რამე ტკბილი?

ლენინი  თავს გააქნევს უარის ნიშნად.

 

სტალინი:

დაუჩქარე.

ყურმილს დებს და ისევ ბუკეტის ქვეშ დებს.

 

ლენინი:

სოსო!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16