ლენინი

გიჯერებდა?

 

სტალინი

რომელზე მეკითხები?

 

ლენინი

მოიცა, სხვა სტალინებიც იყვნენ?

 

სტალინი

კი

ლენინი   ჩაბჟირდება, თუმცა სიცილი ხველებაში გადაეზრდება.

 

სტალინი

დაწექი, მოდიან.

 

ლენინი

(იცინის)

კურდღელივით გამრავლებულხარ,სოსო!

 

სტალინი

ჩშშშ!

სტალინი წვება.

ისმის ნაბიჯების ხმა.

ლენინი მშვიდდება და  წვება.

პაუზა.

 

მეექვსე სცენა.

თბილისი. მთაწმინდა. 1961 წლის ნოემბერი. ბნელა.

ოთხ სამხედროს  სტალინის კუბო მოაქვს. მჟავანაძეც აქვეა,  სტალინის დედის  საფლავთან ჩერდება.   მძიმედ სუნთქავს.

 

სტალინი ( მოგუდულად ლაპარაკობს, კუბოს მიღმა)

დამსვით, თავბრუ დამეხვა.

კუბოს  სტალინის დედის საფლავთან ფრთხილად დებენ.

 

მჟავანაძე

კარგად ხართ?

 

სტალინი

ფეხსაცმელი მიჭერს. ერთი ზომით დიდი ვერ იშოვე? გადამრევთ მე თქვენ.

 

მჟავანაძე

ვჩქარობდით, ამხანაგო სტალინ!

 

სტალინი

გაუშვი  ბიჭები.

მჟავანაძე თვალით ანიშნებს.

სამხედროები მიდიან.

 

სტალინი

მოვედი, დედაჩემო.

(პაუზა)

ვასო, აქ ხარ?

 

მჟავანაძე

თქვენს  ბრძანებას ველოდები, ამხანაგო სტალინ!

 

სტალინი

ამოთხარე.  დიდი მიწაა, სამ კაცს დაიტევს

(იცინის)

მჟავანაძე  მიწას თხრის.  შიგადაშიგ ისვენებს,  მძიმედ სუნთქავს.

 

სტალინი

ჩქარა, ნუ გდიხარ კუნძივით!  არ შეგვნიშნონ!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16