ლენინი:

მოგეცადა 1-2 წელი.  შეგეჩვიე.

 

სტალინი:

(ირონიით)

ლოლა ჩამანაცვლებს. არ იღელვო.

 

ლენინი:

უთხარი ეგ ქალი გამომიცვალონ.  ჯერ ხო ამაქოთა და მერე  მის კანსაც  დამპალი თევზის სუნი ასდის.

სტალინი დუმს.

 

ლენინი:

არ მოგენატრები?

 

სტალინი:

ნუ რომანტიზირებ.  ასე სჯობს და შეეგუე.  ხვალ მძიმე დღე მაქვს, ვიძინებ.

 

ლენინი:

კაი.

გადაბრუნდება და იძინებს.

სიჩუმეა.  ჩაფიქრებული სტალინი ჩიბუხს ეწევა.

 

 

 

 

 

მესამე სცენა.

ვასილ მჟავანაძის ბინა.  საძინებელი

მჟავანაძე  ლოგინში წევს და გაზეთს კითხულობს.

ოთახში  ვიქტორია შემოდის,  ხალათით. სახეალეწილია.  ტყავის ყდიანი ბლოკნოტი მოაქვს.

 

ვიქტორია:

ეს რა არი, ვასულკა?

 

მჟავანაძე:

( შეშფოთდება)

მომეცი ეგ აქ.

 

ვიქტორია:

(კითხულობს)

,, გუშინ, ყრილობის შემდეგ ვიკასთან ერთად ბანკეტზე წავედი.  როგორი შარმიანი ბელადი გვყავსო-  მითხრა სახეგაცისკროვნებულმა- როგორი დახვეწილი, გემოვნებიანი ინტელექტუალი. მეც დავეთანხმე.’’

(ირონიით)

 თუ გჯეროდა საერთოდ რასაც წერდი.  როდის ვთქვი ეგ?

 

მჟავანაძე:

დაჯექი, ყველაფერს აგიხსნი.  თან ახლა სხვა დროა. შეგვიძლია უკვე ამაზე საუბარი.

ვიქტორია ჯდება.

 

მჟავანაძე:

 ისე,  ჩემს ნივთებში დაუკითხავად არ უნდა დაძვრებოდე.  მეც მაქვს პირადი სივრცის   უფლება.

 

ვიქტორია:

 ეგ რომ აქამდე არ მექნა,  ვერც იმ წერილებს ვნახავდი და არც იმ  სამი კახპის ამბავი მეცოდინებოდა. აბორტებიც ხო არ გაგახსენო?

 

მჟავანაძე:

არ გვინდა, რა.   ჩვენ  უკვ…

 

ვიქტორია:

( უხეშად აწყვეტინებს)

ჩემთვის, როგორც ქმარი, ნამდვილად არ ხარ ავტორიტეტი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16