სტალინი:

( ამთქანარებს)

რა იყო?

 

ლენინი:

მეფსია.  დამეხმარე რა.

 

სტალინი:

( ირონიით)

მოვა მოშკოვი და დაგიჭერს.

 

ლენინი:

ეგ როდის მოვა.  ჩავიფსამ.

 

სტალინი:

უთხარი მოშკოვს და  ლოლას საფენებს გააკეთებინებს შენთვის.

 

ლენინი:

არ მინდა, ჩემით წავალ.

(კუბოდან ამობობღებას ცდილობს)

 

სტალინი:

რემონტშია ტუალეტი. ვაზა მონახე, ვინ მიხვდება.

 

ლენინი:

რომელი ვაზა?

ცალ ფეხს გადმოჰყოფს.

 

სტალინი:

ვხუმრობ. წადი, კაცო. ღიაა. ვინმე არ დააფეთო ოღონდ. მახსოვს, ერთხელ,  კალატოზოვს დავავალე  ფილმის გადაღება.  სცენარი წამაკითხა. შესანიშნავი იყო.  მეც ვმონაწილეობდი. ბევრი ეძება, სად აღარ იმოგზაურა და  ყირგიზეთში იპოვა ჩემი როლის შემსრულებელი.  გრიმწასმული ვნახე და გავოგნდი. მე ვარ.  გაჭრილი ვაშლივით ვგავართ. მერე ჭკუაში დამიჯდა ორეულების თემა. მიერთგულეს. კარგები იყვნენ.

ლენინი კუბოდან დგება. ცახცახებს.

 

ლენინი:

სოსო!

 

სტალინი:

( ცივად)

დამამთავრებინე.  (პაუზა)  გადაღების პროცესში  შარდმა შეაწუხა და გრიმიანად გავარდნილა სასტუმროს  ტუალეტში.   კაბინიდან გამოსულს ოფიცერი დასჯახებია. შენ რა, ბრუცუანი ხარო?- იმას უთქვამს. აუხედავს, გადაფითრებულა და გული წასვლია.   დასკვნაში-ინფარქტი ეწერა. ჰაჰაჰაჰ. ახლაც მეცინება. საცოდავი.

აი, ეგრე  ვაკონტროლებდი მე იმათ.  გულწრფელად ეშინოდათ. განა ჩემი? მე ხომ მონსტრი არ ვარ.  სისტემის, რაც შევქმენი იმის. კონტექსტი იყო ასეთი, შიზოფრენიული.

 

ლენინი:

სითბოს ვგრძნობ, ვაიმე, მგონი გამეპარა, სოსო. შეყვითლდა?  ლაქას ხედავ? ვერ ვიხრები.

 

ტალინი:

არ ჩანს.  არამგონია.

 

ლენინი:

მომეჩვენა ალბათ.

 

სტალინი:

ეტყობა, ლოლაზე  გაქვს ერექცია.

 

ლენინი:

დამცინი?

 

სტალინი:

კი.

ლენინი ბურდღუნებს.  ცახცახ-ცახცახით აპირებს გასვლას.

 

სტალინი:

( თავისთვის)

ვაი შენს პატრონს!

პაუზა.

ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს და ხმაურით აცემინებს.

 

სტალინი:

მაციებს. მგონი გრიპი მეწყება.

 

ლენინი:

( შემობრუნდება)

მე მითხარი რამე?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16