სტალინი:

დაბალი ტემპერატურაა.  (პაუზა)  რა გახდა ერთი გამათბობელი.

ისმის  ნაბიჯების ხმა.

 

ლენინი:

( აჟიტირებულია)

მოშკოვია?

 

სტალინი:

მგონი.

 

ლენინი:

ხოდა, მაგას ვუტირებ ყოფას  ლოლას მოჩენისთვის. დამაცადოს!

იქვე ( შემოსასვლელ კარებთან) იმალება.

შემოდის მოშკოვი  ლანგრით ხელში: ლანგარზე:  ჩაით სავსე  ფინჯანი და ტკბილეული.

 

სტალინი:

მორგში ვართ, ამხანაგო მოშკოვ?

 

მოშკოვი:

(დაძაბულია. ცახცახებს)

პირობები არ მოგწონთ?  მითხარით და გამოვასწორებ.

 

სტალინი:

ცივა.  ტემპერატურაზე იზრუნეთ, ვიდრე გადავალ.   რას მაშტერდები. მომეცი ეგ აქ.

სტალინი   ლანგრიდან ფინჯანს იღებს. სვამს.

(მოშკოვს)

მომაშორე ტკბილეული.   მერე კბილები მექავება.

 

მოშკოვი

(ლანგრით ხელში)

კი, ბატონო!

 

სტალინი:

ჰო, მართლა, რას ამბობენ, როდის გადავყავარ.  მომაბეზრა იმან თავი. ინდივიდუალური განსასვენებელი მირჩევნია.

 

მოშკოვი:

კი ბატონო!

 

სტალინი:

მიგდებთ? (პაუზა) მგონი,  შევცდი. არ უნდა დამექირავებინეთ.

 

მოშკოვი:

რ-რ-რა არ გაკმაყოფილებით, ამხანაგო სტალინ?

 

სტალინი:

 თქვენი არაადეკვატურობა. რატომ ცახცახებთ? მკვდრის გეშინიათ?

 

მოშკოვი:

მმმმე არრრრაფფფფერი დამიშავვვებია. მე ვცდ…

 

სტალინი:

( უხეშად აწყვეტინებს)

იმ თანხის პირობებში რასაც  მე გიხდით, სხვა თქვენს ნაცვლად  უფრო მობილიზებული იქნებოდა.  თავს კარგად გრძნობთ?

 

მოშკოვი:

დიახ.

 

სტალინი:

მაშინ გამეცი კითხვაზე პასუხი. როდის გადავყავარ  ამ მორგიდან. გვაქვს ალტერნატიული სივრცე?

 

მოშკოვი:

31-ში, ღამით.

 

სტალინი:

ვის დაევალა?

 

მოშკოვი:

ამხანაგ  მჟავანაძეს. როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ ყოყმანობს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16