ელექტროლიტი
თავს ვურიგდები,
უსიტყვოდ და დიდხანს
იოლად რომ ვერ გავალ.
წარმოვიდგენ,
როგორ გამოდის ტექსტიდან სიტყვა
და დარჩენილი მკვეთრი არყოფნით
წინადადებაც ჩერდება, მიცდის,
ისე, რომ შინაარსებს აჩუმებს გაუგებრობის,
კავშირებს კი, ზედმეტად ბევრის გაგების გამო. >>>
(ეძღვნებათ გია და შოთა თათარაძეებს)
– სამჯერ ვთხოვე მამაჩემს კისისხევის ტყეში წაყვანა და იმ ძველი ნიშის ჩვენება, ვერასდროს მოვახერხეთ ერთად წასვლა! – მეუბნება ძმაკაცი და ჯამში ასხამს ღვინოს.
მარანში ვისხედით, ფეჩთან პატარა ტაბლა გვედგა, ცრიატი ამინდი იდგა, კახეთში იცის ასეთი ამინდები, გორებს რომ ნისლები მოსდევენ. ყველაფერი გავიწყდება ასეთ დროს. სასწაული კაცია ჩემი ძმაკაცი და მამაც უმაგრესი ადამიანი ყავს. სოფლის იმედს იტყვიან ესეთ კაცზე, ყველას დამხმარეს და იმედს.
– არ დადგებოდი მაინც უნახავად, ხომ ვიცი! – ვეუბნები და ცეცხლს შეშას ვუკეთებ.
შოთამ ფანჯრიდან ცივის მთას გახედა და მობრუნდა.
– გომბორზე თოვს. როცა ცივა, ეგეთი ნისლი შეუდგება. გომბორზე ნამდვილად თოვს! – ჩაილაპარაკა. – ხოდა, შეშა შემოგვაკლდა, დეკემბრის შუა რიცხვები იყო, დილით წავიდეთო, მამაჩემმა, კისისხევის ტყეში შეშა მოვჭრათ და ტაჭკით წამოვიღოთ, ცოტა ხანი გვეყოფა და მერე მანქანით ჩამოვიტანო. >>>
ბეტონის მამონტს პოლიეთილენის მუხლუხო აახოხდა –
უბანში ახალი ხელოვნურსაფარიანი სკვერი გააკეთეს.
…
მეც მაგარი ვარ, ვინ ასეირნებს ბავშვს ამ ხვატში!
გავიხვართქეთ და გავსავათდით,
წამდაუწუმ საწრუპიან ბოთლს ვეწაფებით.
საცაა წყალი გათავდება. >>>
გამომესარჩლე წყლის დანაყვით დაღლილო თავო,
რაღას დაეძებ,
სად დაეგდება ჩემი სურვილი.
ჩემი დაძვრენა იოლია ყველა სარმადან,
სოროს ვადგავარ,
სათყვანებელ ქვეწარმავლებს ვემუდარები ამპარტავანი,
ხვრელით ამოსვლას,
არც ისე ტკბილად მოუბარი წაღიღინებით
და ვუფრთხილდები გამოსავლის მოახლოებას. >>>
-აქ, რისთვის ჩამოხვედი? იქ, უნდა დარჩენილიყავი სადაც დაგინახეს, შეგამჩნიეს, მოგცეს საშუალება პროფესია მიგეღო?! – პირველივე შეხვედრაზე შეაგონა “მაქციამ” და კბილები დაუკრიჭა – გ ა უ ღ ი მ ა. ასე აეხილა თვალები და დაინახა ადამიანში (მერე ადამიანებში) ჩაბუდებული მითიური ქმნილებები. ოჰ, მაი გოტთ?!
“მაქცია”, მისი კერპი იყო, რომლის შემოქმედებას თავის სასიცოცხლო წყაროდ თვლიდა. ამ “მგელ-კაცას” მიერ თავის დროზე დაწერილი სადიპლომო ნამუშევარის – პიესის კრიტიკულმა ანალიზმა, საშუალება მისცა, უმაღლესი დონის შემოქმედებით კურსებზე მოხვედრილიყო. >>>
თერთმეტი დღით ადრე დაიბადა მარიამი. დედაჩემი დედამისთან ერთად იწვა პალატაში. ულოცავდნენ ერთმანეთს ჩვენს დაბადებას და მარიამი სამი კილო აღმოჩნდა და მე ათას ორასი გრამი, დღენაკლული , დანაოჭებული, მჭლე, უპროპორციო, მაკროცეფალიით ინკუბატორში გამოკეტილი, რომ ტაშით ახარეს დედაჩემს ფილტვების გახსნა, რომ ექიმმა მამაჩემს იმედები გადაუწურა, მოსკოვის ნაცვლად ჭიათურაში რომ დავიბადე და შეიძლება გვარზე ზრუნვა ჩემს ძმას დავალებოდა უფრო მეტი პასუხისმგებლობებით და ამბებით, რომ იმ დღეებში მარიამის გარდა კიდევ ერთი გოგო დაიბადა, ვისთან ერთადაც მეძინა ინკუბატორამდელი პერიოდი, რადგან დღენაკლულებს დაბადებიდან გვცივა და სულ ორასიოდე გრამმა გადაწყვიტა , რომ გადასარჩენად მარიამი არ მომიწვინეს. ვახ, კოსტა, როგორ გყვარებია ჩახუტება, – რამდენს სიამოვნებს, რამდენს აშინებს და რამდენს ყლე ვგონივარ. გამოუცდელიმაროდიორები, მათყველაფერიუმნიშვნელოწაიღესჩემგანდარაცთავადდავიტოვეაღარავისთვისმიმიცია. კაფე-ბარებშიწოწიალითრომანივერიქმნება, სეირნობითაცშეიძლებავერაფერიჩასახო, ამიტომიმდღესორივევცადე. “ყავისსახლში” , რომელსაცუკეთესიაყავახანავუწოდოთ, რადგანყურში “ჩაისსახლად” ჩაგვესმის. >>>
ამქვეყნად ყველაფერს თავისი სათქმელი აქვს,
ღრუბელს, ფოთოლს, მატარებელს – დაგან, დაგან..
ყველაფერი თავის თავს ამბობს, უბრალო არსებობით,
სრიალით, ძვრით, სვლით, დებით.
მხოლოდ კაცი ვერ გამოთქვამს საკუთარ თავს,
ხან მიწას ჩაჰყურებს, ხან ცას აჰყურებს, >>>
ქურდი-გენერლის, სპილენძის ბიუსტის მომპარავი.
მყიდველი-ჯართის მყიდველი კაცი 50 წლის.
მყიდველი-რა არი ესა.
ქურდი-რა კი არა ვინ არის-თქო ძია კაცო.
მყიდველი-კაცო ჯართია ესა, ცოცხალი თავი ხო არა ? >>>
,, შემოდგომა დიღმის მასივის ხეივანში’’ ასე იწყება:
,, ამ ხეივანში ავადმყოფური
სიყვითლე არის ფოთოლთა ცვენის
და ამ ყვითელი შუქით მობურვილ
სარეცელსა ჰგავს ცხოვრება ჩვენი’’.
პრაქტიკულად, ავადმყოფური სიყვითლე ბუაჩიძის მიერ ლექსებში არეკლილი ემპირიული რეალობის დომინანტური ფერია. სიშავის და სიყვითლის კონტრასტული მონაცვლეობა ( იხ. ,,სადღაც ბუნკერში ატირდა კატა’’, ,, ელნათურები’’, ,, ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში’’, ,, ღამის ქალაქი’’…) >>>
2005 წელს, რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი – „გასეირნება ყარაბაღში“ გამოვიდა. ფილმი აკა მორჩილაძის რომანის – „მოგზაურობა ყარაბაღში“ – მიხედვითაა გადაღებული. ფილმის და რომანის მთავარი პერსონაჟები გიო და გოგლიკო არიან, რომლებიც აზერბაიჯანში ნარკოტიკების საყიდლად მიდიან, თუმცა მოულოდნელად თავს კავკასიის ყველაზე ცხელ წერტილში ამოყოფენ. ფილმის სიუჟეტი რომანის სიუჟეტის იდენტურია. არ არის შეცვლილი პერსონაჟთა ძირითადი მახასიათებლებიც. რეჟისორი ცდილობს, რომ არ დაკარგოს რომანის ეგზოტიკური, წმინდად 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი პათოსი. თუმცა ამ მსგავსებების მიუხედავად, ფილმსა და რომანს შორის მაინც არსებობს რიგი ტექნიკური, ანდაც ავტორთა პერსონალური დამოკიდებულებების მიერ გამოწვეული სხვაობები. >>>
ყვითელვარსკვლავიან ადამიანებს სადღაც ეჩქარებათ. შეზღუდვებმა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ძირფესვიანად შეუცვალეს და ახალი წესების მიხედვით ირჯებიან. დამძიმებულ ხელჩანთებს ძლივს მიათრევენ და მაინც არ ჩერდებიან, სულისამოსათქმელადაც ვერ იცლიან. უმეტესმა მათგანმა ისიც არ იცის, სახლიდან გასულს შინ დაბრუნება მოუწევს თუ არა, ან საბოლოოდ სად დაიდებს ბინას. ოღონდ გადარჩნენ და რას დაეძებენ? სულ იჩქარებენ. როგორც შეეძლებათ, იბრძოლებენ კიდეც.
ამსტერდამის ქუჩებში დაკარგული დავდივარ. ფაშისტური მმართველობის საცეცებში მომწყვდეულ ხალხს ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის თვალით ვუყურებ და უცნაური გრძნობა მეუფლება. ძალადობა, შიში და უძლურება ყველას და ყველაფერს ისე მოსდებია,ნაცრისფრად ღებავს. იერდაკარგულ ქალაქში დანისლული გონებით ვდგავარ და თვალებს ვაცეცებ. >>>