სტალინი

კი თუ არა?  ამწევენ?  მართალია, ყველა ორგანი ამომიღეს, მაგრამ წონა მაინც მაქვს.

 

მჟავანაძე

კი, კი. ნუ იღელვებთ.

 

სტალინი

( ჩიბუხს მოქაჩავს)

არ ვღელავ.   გადი. დროა უკვე.

მჟავანაძე დაბნეულია.

 

მჟავანაძე

ლენინი რატომ არ ლაპარაკობს?

 

სტალინი

დაბერდა, ძილი არ ყოფნის.  რომ ღვიძავს, მღლის.

 

მჟავანაძე

გვენატრებით, ამხანაგო სტალინ!

 

სტალინი

წადი, კაცო, საქმეს მიხედე. დამიბუჟდა ტანი.

მჟავანაძე გადის.

სტალინი ჩიბუხს ეწევა.

 

სტალინი

წავიდა.

ლენინი თვალს ახელს. წამოდგება.

 

ლენინი

( ბუზღუნით)

გღლი, არა?

 

სტალინი

ახლა შენთან კამათის დრო არ მაქვს. მივყავარ.

 

ლენინი

ვიცი, ვისმენდი. მტოვებ?

 

სტალინი

რა ცოლივით მელაპარაკები? აღარ შემიძლია ამათი ატანა.   მე აბსოლუტურად  უფუნქციო გავხდი ახალ რეალობაში.  კონტექსტი გამომაცალეს, ძეგლები მოანგრიეს,  ისტორიიდან ცდილობენ ჩემი პიროვნების ამოშლას, ფილმები დაასახიჩრეს, ყველგან გამაქრეს. პრაქტიკულად, მთავარი ცენზორი  საკუთარი ცენზურის მსხვერპლი გახდა. ჰაჰაჰაჰ.  გავიცინეთ. გვეყო. მივდივარ. ფეხებსაც ვერ მომჭამენ. მართალია, აბსოლუტურად  განსხვავებულ რეალობაში ავღმოჩნდით, თუმცა აქვე იმასაც შეგახსენებ, რომ მე მუდმივად აქტუალური ვიქნები. შენ- არა.

 

ლენინი

ვერ  გიტან.

 

სტალინი

ცხოვრების ბოლოს პერიოდში მეც ვერ გიტანდი. ადამიანს აღარ გავდი,  ყელაფერს რომ თავი დავანებოთ. ყარდი.

 

ლენინი

( ზიზღით)

ის მეორე  ცოლი როგორ გიტანდა, საერთოდ?

 

სტალინი

ჩემთან არც იწვა.

 

ლენინი

ანუ?

 

სტალინი

ორეული მყავდა. ათასი საქმეა.  სტალინი კი ერთია.

 

ლენინი

ბრძანებებს ვინ გასცემდა?

 

სტალინი

მე.

 

ლენინი

რადიომიმართვა?

 

სტალინი

მონაცვლეობით.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16