მჟავანაძე

დამიჭერენ, თქვენ რა გენაღვლებათ…

 

სტალინი

თხარე, ვასო, შთამომავლობა დაგაფასებს!

 

მჟავანაძე

ვთხრი, ამხანაგო სტალინ, ვთხრი!

მჟავანაძე თხრის.

ისმის ხმები-  ამხანაგო მჟავანაძე, აქ ხართ?

 

მჟავანაძე: 

გისმენთ!

 

ტალინი

რა?

 

მჟავანაძე

მეგონა, მეძახდით.

 

სტალინი

რა გჭირს? სმენითი ჰალუცინაციები დაგეწყო?

 

მჟავანაძე

ბოდიში, მაგრამ მოლაპარაკე სტალინს ვმარხავ. სრულ ჭკუაზე უნდა ვიყო?

 

სტალინი

საქმე, ვასო, საქმე.

 

მჟავანაძე

მგონი, საკმარისია. შევამოწმო?

 

სტალინი

მიდი.

მჟავანაძე  კუბოს შემოვლისას სრიალდება და სტალინისთვის გათხრილ სამარეში ვარდება.

ბნელდება.

 

 

მეშვიდე სცენა

1961 წლის  31 ოქტომბერი.  ლენინის და სტალინის მავზოლეუმი.

სტალინის კუბოსთან  გაშხლართულ  მჟავანაძეს კომენდანტი მოშკოვი ანჯღრევს.

მჟავანაძე თვალს ახელს.

 

მოშკოვი: 

კარგად ხართ? შეგვაშინეთ.

 

მჟავანაძე

რა მოხდა?

 

მოშკოვი

აქ გნახეთ, უგონოდ.   ორნი ექიმის მოსაყვანად გავუშვი. წამოდგომას შეძლებთ?

 

მჟავანაძე

( ზიზღით)

ინვალიდი კი არ ვარ

მჟავანაძე დგება. პალტოს იფერთხავს.

მჟავანაძე ინსტინქტურად სტალინის კუბოს გახედავს.

 

მჟავანაძე

დაგვაბრუნეს, ამხანაგო სტალინ!

 

მოშკოვი

უკაცრავად, ვის ელაპარაკებით?

 

მჟავანაძე

სტალინს.

 

მოშკოვი

მომესმა?

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16