დორა ლაზურკინა

თქვენ იცინეთ და მე მართლა ახლოს ვიცნობდი  ლენინს. მამასავით იყო. ამ დამპალმა  კავკასიელმა ხეპრემ  კი  15 წელი ლაგერებში ამომალპო.  რა უნდოდა? სანიმუშო პარტმუშაკი ვიყავი! ხოდა, მე, როგორც საბჭოთა მოქალაქეს, სრული უფლება მაქვს სხვებთან ერთად, საჯაროდ, პირდაპირ   ტრიბუნიდან  მოვითხოვო მისი გამოსვენება  მავზოლეუმიდან.

 

ხრუშჩოვი

(უინტერესოდ)

ვიცით, ეგ ყველაფერი.

( ჩაის მოსვამს)

 

დორა ლაზურკინა

მადლობა ღმერთს  ბავშვობიდან ათეისტი ვარ, ჰოდა არ მჯერა ზებუნებრივი მოვლენების, თუმცა ლენინის სულთან ჩემი საუბარი  არამხოლოდ შეგრძნებების, არამედ  მასთან შეხების დონეზეც  შედგა. მახსოვს, თავის კაბინეტში იჯდა, ნაღვლიანი.   მისუსტებულ ცეცხლს მიშტერებოდა.  გამომხედა, თვალებით მანიშნა-შემოდიო.  შევედი და იქვე, ბუხართან მიდგმულ სკამზე ჩამოვჯექი.  ვდუმდით. არ ვიცი ,რა დრო გავიდა. მინდოდა, დამლაპარაკებოდა,  თავზე ხელი გადაესვა და დავემშვიდებინე.   როგორც მამა ამშვიდებს ხოლმე  თავის სასოწარკვეთილ ქალიშვილს, უხასიათობის ჟამს.

 

ხრუშჩოვი

( აწყვეტინებს)

სხვა რამეც ხომ არ გინდოდა, ამხანაგო ლაზურკინა?

 

დორა ლაზურკინა

(იბუტება)

იცოდეთ, ავდგები და წავალ. ისედაც, ცუდად ვარ ეს დღეებია.

 

ხრუშჩოვი

რატომ?

 

დორა ლაზურკინა

ანთება მაქვს.

 

ხრუშჩოვი

რის?

 

დორა ლაზურკინა

საკვერცხეების.

 

ხრუშჩოვი

( გადაბჟირდება)

შენ რა,  კვერცხები გაქვს?

 

დორა ლაზურკინა

( წამოდგება)

ვერ გიტან, ნიკიტა!

 

ხრუშჩოვი

კაი, ჰო.  ვხუმრობ. მიდი, მიდი. ლენინზე გააგრძელე, რა.  მილიონი საქმე მაქვს.

 

დორა ლაზურკინა

 მანიშნა, მოდიო.  მივედი.  გული მტკივაო, მეუბნება.  თქვენზე შემტკივა გულიო.   ვერ ვივარგეო. ჩვენში დარჩეს და მე ტროცკის დანიშვნა მინდოდა, ასეც მქონდა გადაწყვეტილიო.  ნიჭიერი კაცია იყო,  პერსპექტიული  პოლიტიკოსი, მაგრამ ის  ქართველი ნაბიჭვარი შემომიჩნდა. რაღაცნაირი შარმი ქონდა, მომნუსხველი.  აი, სად შევცდი. სად ვერ ვივარგეო, მაგრამ  თქვენც მატკინეთ მე გული.  მეწყინა და ვკითხე: ჩვენ რა დაგიშავეთ-მეთქი?  გვერდით მიწევს,  მავზოლეუმში, ცოლივით. ყარს და სუნი ასდის. დავიჯერო, სიცოცხლეშიც ეგეთი აყროლებული იყო?   ამას როგორ იტანდით. არ იბანდა?  საწყალი მისი ცოლი.

 

ხრუშჩოვი

ბოზანდარა

 

დორა ლაზურკინა

რა თქვით?

 

ხრუშჩოვი

ბოზი იყო ის ქალი.  ნათრევი.  ერთი ჩემთან არ წოლილა მარტო.

 

დორა ლაზურკინა

რა იცით?

 

ხრუშჩოვი

შენ მე ქალებს ვერ მასწავლი, თან ეგეთ  ჩათლახებს.

 

დორა ლაზურკინა

კაცი?

 

ხრუშჩოვი

რა კაცი?

 

დორა ლაზურკინა

როგორი იყო?

 

ხრუშჩოვი

საშინლად ინერტული, როგორც ქმარი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16