დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.
კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დღეს სამსახურიდან აიყვანეს. საუბარია კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებზე, რომლებიც გაზის მძაფრი სუნის გამო ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე კორპუსის ბინადრებმა გამოიძახეს. გამოძიების ვერსიით, მითითებულმა პირებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს. საპირისპიროს ამტკიცებს ერთ-ერთი დაკავებულის და.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია თავად „ყაზტრანსგაზისთვის“, რომელიც განმარტავს, რომ ტრაგედიის დღეს კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივების მიერ დასახელებული ადგილები სპეციალური აპარატურით შეამოწმეს, რომელმაც ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დააფიქსირა. ავთანდილის რვა ნომერი მოსახლეობისგან კვლავ დაცლილია. კორპუსის მდგრადობის დასადგენად შესაბამისი სამსახურები ახლა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.
ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ პირდაპირ ეთერში.