„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების დაკავება

თბილისის გაზ-გამანაწილებელი კომპანიის 2 თანამშრომელი, რომელიც აფეთქებამდე ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოძახებაზე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა.

გამოძიება ორი, 220-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს. 1957 და 1991 წლებში დაბადებული მამაკაცები მოსამართლის განჩინების საბუძველზე აიყვანეს.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლების დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს. საავარიო ჯგუფის წევრების მოქმედებაზე დღეს კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ კორპუსის მობინადრეები, სადაც 16 იანვარს დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.