გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის საქმე

შემზარავი შემთხვევა დიდ დიღომში.

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარე სკვერის სიღრმეში ნახეს. განიხილება სხვადასხვა ვერსია – მათ შორის გაგუდვის და საკვებით გამოწვეული ასფიქსიის. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ძალადობის ეჭვი აქვს ოჯახს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მოზარდის ტელეფონი, გარეგანი დათვალიერებით გოგონას მცირე დაზიანებები ყელზე აღენიშნება.