„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.
ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.