სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი

საკანონმდებლო ორგანოში დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილებაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო.

მიზეზი კომიტეტის რამდენიმე წევრის კოვიდინფიცირებულთა კონტაქტია, რის გამოც სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ. ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.

დღეს კომიტეტს უნდა ემსჯელა ბადრი ჯაფარიძის, შლავა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით და დასკვნა მოემზადებინა, რომელიც ხვალ პლენარული სხდომისთვის უნდა წარედგინათ.