სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კენჭისყრაზე კი მანდატების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიაზე დადგება. საქმე ეხება რეგლამენტში გაწერილ დათქმას, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „დროასა“ და „ლეიბორისტების“ ლიდერებზე. ასევე კომიტეტის სხდომაზე განიხილება ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ის დამნაშავედ ცნო. საკითხის განხილვა გასულ კვირაში იყო დაგეგმილი, თუმცა კომიტეტის წევრების კოვიდინფიცირების გამო, სხდომა ვერ შედგა.