პარლამენტი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

პარლამენტი დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს. ამის საფუძვლად დავით სერგეენკოს მიერ არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენა სახელდება. საკითხზე ჯერ 14 ივლისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, სექტემბერში კი – პლენარული სხდომა.

დავით სერგეენკო ბოლო რამდენიმე თვეა, რაც პარლამენტში აღარ დადის. მისი მხრიდან ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება, რომელიც უმრავლესობამ რამდენიმე თვის წინ პარლამენტიდან გაიწვია. ამ ცვლილებებს დავით სერგეენკომ მხარი არ დაუჭირა.