ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის დასაბრუნებლად იბრძოლებს

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი დღის თავზე, „ლელო“ პარტიის ლიდერის პარლამენტში დასაბრუნებელ სტრატეგიაზე მუშაობს. ერთ-ერთ გზად რუსთავში 2 აპრილს ჩანიშნული შუალედური არჩევნები განიხილება. პარტია ამ არჩევნებში სწორედ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დააყენებს. ახლა მთავარი კითხვაა, ექნება თუ არა „ლელოს“ საარჩევნო კანდიდატს სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს და შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს. დარჩენილი პარტიების დათანხმებას კი „ლელო“ კონსულტაციების გზით ცდილობს. პირველი შეხვედრა საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იმართება. იმის მიუხედავად, თუ ბრძოლის რა სტრატეგიაზე შეთანხმდება ოპოზიცია, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ რუსთავში მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს – თამარ წიკლაური გიამბობთ.