კონსულტაციები ოპოზიციაში

ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერის საკითხზე, ოპოზიციაში კონსულტაციები გრძელდება. ნაწილი ღიად ამბობს, რომ მხარდაჭერას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდს აკრიტიკებს მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო. მეორე ნაწილს კი, გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრობას“, გამართული დისკუსიების შემდეგ გადაწყდა, რომ საკუთარ ამომრჩეველს ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი კი, საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტრატეგიით იბრძოლებს ოპოზიცია 2 აპრილს შუალედურ არჩევნებზე.