შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, პირველ პლენარულ სხდომაზე 40-წუთიან სიტყვას ითხოვს. ასევე იმ პროცედურული საკითხების მოგვარებას, რაც საკანონმდებლო ორგანოში მის შესაძლო შესვლას უკავშირდება. საკუთარი მოთხოვნებით „ლეიბორისტების“ ლიდერმა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა. შეგახსენებთ, პარტია სოციალურ ქსელში ატარებს მხარდამჭერების გამოკითხვას, – „უნდა შევიდეს თუ არა შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტმა მას შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს. საპროცედურო კომიტეტი საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ განიხილავს. მიზეზი, კანონის მოთხოვნაა, რომელიც არასაპატიო მიზეზით დეპუტატის მიერ სხდომების ნახევრის გაცდენის შემთხვევაში, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. შალვა ნათელაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის არცერთ სხდომას დასწრებია. ნათელაშვილის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.