უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმსჯელებენ. გადაწყვეტილების მიღებას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მანდატზე თავად თქვეს უარი. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუკი ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს უფლებამოსილება შეუწყდება, ამ ფრაქციებში დარჩებიან ექვს-ექვსი დეპუტატი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციები დაიშლება. რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა შვიდი კანონმდებელი.