ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა.

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართვა თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.