სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას 15 თებერვალს მიიღებს. როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პოზიცია, ეს დღეს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ის დამნაშავედ ცნო. ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.