თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას სხეულის 35% დამწვარი აქვს და შოკურ მდგომარეობაშია. რაც შეეხება ადგილზე ვითარებას, კორპუსში სპეციალისტები და მაშველები დილიდან იმყოფებიან. დასუფთავების შემდეგ კი, უშუალოდ შენობის გამაგრებით სამუშაოებს დაიწყებენ.