თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას კონცერტი რუსთავში
“ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში, რუსთავში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას კონცერტი გაიმართა. ორკესტრის გარდა, კონცერტში რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. შესრულდა ბახის, ტელემანის, რიდინგის, რიდეს, პიაცოლასა და არმსტრონგის ნაწარმოებები.
ღონისძიებას რუსთავის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა.