„ექოვეივსი“ – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში

12:33, 20.08.2019

ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩასატარებლად ემზადება.ექოვეივსი“ პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ. ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ.

ფესტივალის სამზადისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად ანაკლიაში გაეცნო.

 

მსგავსი