ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩასატარებლად ემზადება. „ექოვეივსი“ პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ. ფესტივალის ტერიტორიაზე რვა სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ.
ფესტივალის სამზადისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად ანაკლიაში გაეცნო.