ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი ანაკლიაში

18:35, 24.09.2023

ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში საქართველოს, სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ისინი მაყურებლების წინაშე სხვადასხვა საცეკვაო პროგრამით წარდგნენ. ფესტივალი ზუგდიდის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებითა და სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

მსგავსი