შუამთის ფესტივალი

კახეთში შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონა ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანია „ბადაგონის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაგეგმილ გასართობ-შემეცნებით აქტივობებში მიეღოთ მონაწილეობა. ფესტივალის საღამო ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი შემსრულებლების გამოსვლით დასრულდა.