კამპანია „ემეგობრე პოლიციას“

„ემეგობრე პოლიციას“ – კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე. რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.