სტუმრად ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში

მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა.

კამპანიის, „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა. სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერ-ჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.