„სალხინოს სასახლის კამერატა“ - მუსიკალური ფესტივალი დადიანების სასახლეში

სალხინოს დადიანთა საშემოდგომო სასახლე წელს მეოთხედ მასპინძლობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „სალხინოს სასახლის კამერატა. სალხინოს კამერატა დადიანების სასახლის მარანში საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნა.

მსმენელებისთვის მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტებმა ვალერიან შიუკაშვილმა და თამარ ლიჩელმა დაუკრეს. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება და ის მუსიკოსებს ავსტრიიდან და ლიეტუვიდან უმასპინძლებს.

ფესტივალი პროექტ ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ხორციელდება.