ჯგუფი „სახე“ ოცი წლის იუბილეს "ბლექ სი არენაზე" კონცერტით აღნიშნავს

ჯგუფი „სახე“ 20 წლის იუბილეს “ბლექ სი არენაზე” მასშტაბური სოლო კონცერტით აღნიშნავს. საღამო 24 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის სპეციალური სტუმარი ჯგუფი ფოეთრი ენდ მოუშენი იქნება.

კონცერტში მონაწილეობას მოცეკვავეთა ჯგუფი და ქართველი მუსიკოსების შემადგენლობით სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ბენდი მიიღებს.  „სახე“ მსმენელს ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ კომპოზიციებსაც შესთავაზებს. კონცერტი ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდება.

 

დატოვე კომენტარი