ჯგუფის „ბლექ აიდ ფის“ პრესკონფერენცია შეკვეთილში

ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფის“დღეს გახსნის. მუსიკალური საღამოს დაწყებამდე, შეკვეთილში პრესკონფერენცია გაიმართა.

„ბლექ სი არენას“ დირექტორის თქმით, მაყურებელს წინ საინტერესო შოუ ელოდება. ჯგუფი საქართველოში სხვადასხვა კულტურული ძეგლის დათვალიერებას, ქართული მუსიკის მოსმენასა და სამზარეულოს დაგემოვნებას გეგმავს.

„ბლექ სი არენაზე“ კონცერტის დასაწყებად უკვე ყველაფერი მზად არის. მელომანებს წინ ორსაათიანი შოუ ელოდებათ.