რეკლამის ფესტივალი ბათუმში

პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „ედ ბლექ სი 2019“ გაიხსნა.

ფესტივალი წელს დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.

3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი 21 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.