„ექოვეივის“ მეორე დღე ანაკლიაში

ფესტივალ ექოვეივის მეორე დღე ანაკლიაში. მსმენელის წინაშე დღის ჰედლაინერი – ბენ ქლოქი წარდგა. ფესტივალს ანაკლიის სანაპირო უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს რეგიონის როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული განვითარება წარმოადგენს.

დღის განმავლობაში სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთონ. ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები ერთმანეთს ენაცვლებიან. „ექოვეივი“ უკვე მეორე წელია,ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

დატოვე კომენტარი