პროექტი „ღამის კულტურული ტურები“ თბილისში გრძელდება

ტურიზმის სააგენტოს საზაფხულო პროექტი „ღამის კულტურული ტურები“ თბილისში გრძელდება.

მორიგი უფასო კონცერტი, რიყის პარკში გაიმართა. ღონისძიებაში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავეები და ანსამბლ „თეატრალური კვარტეტის” მომღერლები მონაწილეობდნენ.

ტურიზმის სააგენტოსთან დადებული შეთანხმების მიხედვით, მათი მონაწილეობით კონცერტები, 9 ივნისიდან -25 აგვისტომდე, ყოველ შაბათს გაიმართება.

პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ხორციელდება და ის დედაქალაქის ვიზიტორებისთვის ქართული კულტურის გაცნობას ისახავს მიზნად.