ბათუმში ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა

ბათუმში, პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები მონაწილეობენ.

საქართველო საერთაშორისო დონის რეკლამის ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ტრადიციულად, წელსაც დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სარეკლამო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი სპიკერები გაუზიარებენ, საერთაშორისო ჟიური კი საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს.

სამდღიანი სარეკლამო ფესტივალი  გალა-დაჯილდოებით 22 სექტემბერს დაიხურება.