ღონისძიება ფიროსმანის მუზეუმში

ხელოვან ქალთა ასოციაციამ „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტის ფარგლებში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მუზეუმში გამართა ღონისძიება, სახელწოდებით „ეზიარე ფიროსმანს“. მასში მონაწილეობდენ კახეთის სამხატვრო სკოლების მოსწავლეები და ფოლკლორული ანსამბლები, კოსტუმირებული წარმოდგენით გაცოცხლებული ფიროსმანის ნახატების გმირები. ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ფიროსმანის მშობლიურ სოფელში მსგავსი ტიპის ღონისძიება ტრადიციული გახდება და ყოველ წელს ჩატარდება

დატოვე კომენტარი