მზადება დღესასწაულისთვის ბახმაროში

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, სად გაატარებთ ფერისცვალებას, ჩვენი რეპორტაჟი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

19 აგვისტოს კურორტი ბახმარო პირველად თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალს და  მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებს უმასპინძლებს. კარვების ქალაქი, რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა და ტრადიციული დოღი, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებიც 19 აგვისტოს ბახმაროში გაიმართება.

ფესტივალი, რომლის მედია პარტნიორი „გურია ნიუსია“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი