ხვალ , 8 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. მათი თქმით, 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და გადაწყდა, რომ „თბილისი პრაიდის“ გუნდმა ,,ღირსების მარში” ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად 8 ივლისს გამართოს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ,,ღირსების მარშის” თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“,- ნათქვამია განცხადებაში.