„თბილისი პრაიდის“ პასუხი საპატრიარქოს 

„ღირსების მარშთან“ დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობენ „თბილისი პრაიდში“. „პრაიდის“ ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, საპატრიარქოს მოწოდებები არ არის რელევანტური. ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, პროტესტის მშვიდობიანი გზით გამართვის უფლება აქვს ყველას. თაბაგარის განცხადებითვე, „პრაიდის“ წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა  სამინისტროში ჰქონდათ შეხვედრა, სადაც  კვირეულის განმავლობაში მონაწილე პირთა უსაფრთხოების დაცვაზე ისაუბრეს. თბილისში „პრაიდის“ კვირეული პირველი ივლისიდან დაიწყება და ხუთ ივლისს „ღირსების მარშით“ დასრულება.

დატოვე კომენტარი