სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარია შესაბამის ორგანოებს დაგეგმილი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები. ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები.”- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ სოციალურ ქსელში  გავრცელებულ განცხადებაში.

მოამბე

დატოვე კომენტარი