„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან აქციას მართავენ

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და მის მხარდამჭერებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მარშის მოწყობის საშუალებას არ მისცემენ.